მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანია Samsung-ის აქციების ფასი ერთ დღეში 3,5%-ით დაეცა

57c9328c41cf0
BM.GE
02.09.16 11:39
1850
კომპანია Samsung-ის აქციების ფასი ერთ დღეში 3,5%-ით დაეცა. აქციების ფასი მას შემდეგ დაეცა, რაც ინტერნეტში კომპანიის პროდუქციის დეფექტის შესახებ ფოტოები გავრცელდა. კერძოდ, Galaxy Note 7-ის ელემენტი დატენვისას ფეთქდება, რის გამოც კომპანია ახალ პროდუქციას ბაზრიდან გაიწვევს. კომპანია ხარვეზის გამოსწორებას რამდენიმე კვირაში გეგმავს.

მოწყობილობის დეფექტზე ვიდეოები YouTube-ზე 29 აგვისტოს გავრცელდა.

კომპანია ახალი სმარტფონით კონკურენციის გაწევას ტრადიციულად Apple-სთვის გეგმავდა, რომელიც ახალ მოდელს სავარაუდოდ მომავალ კვირაში, 7 სექტემბერს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები