კომპანია "ტანჯულა" გაკოტრებულად გამოცხადდა და რეგისტრაცია გაუუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს "ტანჯულას" დირექტორმა ელისაბედ გოგიძემ და მოითხოვა შპს "ტანჯულას" მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს „ტანჯულას“ არ შესწევს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები, აგრეთვე მას არ გააჩნია არანაირი ქონება.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის განჩინება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა 2017 წლის 01 მაისს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არცერთ კრედიტორს არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
"გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია",- ნათქვამია განჩინებაში.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "ტანჯულას" გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე 1 მაისს უარი ეთქვა.

























