მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანია Tesla model 3-ის გაყიდვებს ჩინეთშიც იწყებს

5ced5c66a8846
მიშა ხაჩიძე
28.05.19 23:00
821
ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla, ევროპის შემდეგ, model 3-ის გაყიდვებს ჩინეთშიც იწყებს.

ელექტრომობილების ყველაზე დიდი მწარმოებელი, ახალ ავტომობილებზე ჩინელ მომხმარებელს სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, model 3-ის ავტომობილები ჩინეთში 300,000 350,000 იანად გაიყიდება, რაც $43,431-$50,670 ამერიკულ დოლარს შეადგენს, თუმცა საბოლოო ფასი გადაწყვეტილი არ არის და ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში telsa-ში ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ.

Tesla-ს ძირითადი ბაზარი კვლავ აშშ იქნება, თუმცა სერიოზული წილი ჩინეთსაც ექნება.

2018 წელს ჩინეთში ყოველი გაყიდული 100 ავტომობილიდან 4 ელექტრომობილი იყო.

როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი 3-ჯერ გაიზრდება და 3.4 მლნ-ს მიაღწევს.

ამჟამად, Model 3 ყველაზე იაფი მანქანაა, რაც კი აქამდე ამრიკულ ავტომწარმოებელს დაუმზადებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები