მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია TESLA საინვესტიციო ანგარიშზე $387 მილიონის ბიტკოინს ფლობს

tsl btc

ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Tesla-მ კვარტალური შედეგები გაასაჯაროვა, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანია 387 მილიონი დოლარის ღირებულების 9,720 ბიტკოინს ფლობს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში Tesla-ს პოზიცია ბიტკოინთან მიმართებით ფაქტობრივად არ შეცვლილა, ამ პერიოდის განმავლობაში კი კრიპტოაქტივის ფასი 30,000 – 47,000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი 2021 წელს შეიძინა, რამაც კრიპტობირჟაზე ბიტკოინის მკვეთრი გაძვირება გამოიწვია. თუმცა 2022 წელს Tesla-მ კრიპტო პორტფელის 75%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და 940 მილიონი დოლარის ბიტკოინი გაყიდა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები