მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია წარმატების 30-წლიანი ისტორიით - "დრესაპ ჯგუფს" BAG-ი ესტუმრა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია წევრ კომპანიებთან სტუმრობას, მათი საქმიანობისა და საჭიროებების გაცნობას კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. მიმდინარე კვირაში BAG-ის წარმომადგენლები დრესაპ ჯგუფში იმყოფებოდნენ. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლოო თვეების განმავლობაში ბიზნეს ასოციაცია ამ პროექტს განმავლობაში უკვე 20-ზე მეტ წევრ კომპანიას ეწვია. რაც შეეხება დრესაპ ჯგუფს, ეს არის კომპანია რომელიც, ქართულ ბაზარზე უკვე 30 წელია ოპერირებს და მომხმარებელს 80-ზე მეტ ფილიალში მსოფლიოს 100-ზე მეტი ბრენდის ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა თუ აქსესუარებს სთავაზობს. ამასთან, კომპანია 1000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, რომელთა დიდ ნაწილს, სფეროში 15, 20 და 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები