მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია Xpeng-ი მფრინავ ავტომობილებზე დიდ იმედს ამყარებს

6347edc7315fe
თათია კაკიაშვილი
17.10.22 00:01
1681
მსოფლიოს პირველი მფრინავი ავტომობილი ჰყავს - ორ ადგილიანი X2. ავტომობილის ფრენის კადრებს Reuters-ი ავრცელებს. მანქანას ფრენის დაწყებისთვის დიდი ადგილი არ სჭირდება და აფრენას ერთი კონკრეტული წერტილიდან ვერტიკალურად სიმაღლეზე ასვლით ახერხებს. ავტომობილს ფრენას 8 პროპელერი უზრუნველყოფს, რომლებიც ორ-ორად კიუთხეებშია დამაგრებული.

საჯარო სატესტო აფრენისთვის ადგილი საგანგებოდ შეირჩა, დუბაიში X2-ის უპილოტო საცდელი ფრენა 90 წუთს გრძელდებოდა. მცდელობა წარმატებული გამოდგა და, როგორც მისი მწარმოებლები ამბობენ, X2-ი შემდეგი თაობის მფრინავი მანქანებისთვის მნიშვნელოვანი ბაზა იქნება.

“ჩვენ ახლა კვლევით პროცესში ვართ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს, რადგან Xpeng საერთაშორისო ბრენდია. საცდელად დუბაი შევარჩიეთ, რადგან ის მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური ქალაქია,” - განაცხადა მინგუან ქიუმ, Xpeng-ის გენერალურმა მენეჯერმა.

ელექტრონული სატრანსპორტო საშუალება ჩინური კომპანია Xpeng-ის მიერაა წარმოებული. კომპანია ელექტრო თვითმფრინავის საერთაშორისო ბაზრებზე გაშვებაზეც მუშაობს. ავტომობილის ერთერთი მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ მას ნახშირბადის გამონაბოლქვი არ აქვს და ჭკვიანი სისტემით არის აღჭურვილი, რომელიც ფრენას აკონტროლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები