მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია ზღაპარსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კომპანია ზღაპარსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
08.04.24 10:38
162

კომპანია ზღაპარსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ზღაპრის გენერალურმა დირექტორმა თამარ უდესიანმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები სტუდენტებს სთავაზობენ ვაკანსიებს, სტაჟირება/პრაქტიკასა და დასაქმებას შესაბამისი სპეციალიზაციით, როგორც სუპერმარკეტების ცალკეულ ფილიალებში, ასევე კომპანიის სათავო ოფისში სხვადასხვა დეპარტამენტებში. ურთიერთანამშრომლობა მიმართული იქნება სტუდენტების პროფესიული ცნობიერების ამაღლებისა და განვითარებისკენ, თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისა და დარგობრივი კომპეტენციის ფორმირების ხელშეწყობისკენ.

“კომპანია ზღაპრისთვის, როგორც დამსაქმებლისთვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, მოტივირებული, მიზანდასახული და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები. ეს მემორანდუმი, ჩვენთვის, როგორც დამსქმებლისთვის აჩენს ახალ შესაძლებლობას აღმოვაჩინოთ და დავასაქმოთ ასეთი ახალგაზრდები და ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ განვითარებასა და წინსვლას. კომპანია ზღაპარი იაზრებს პასუხისმგებლობას ხელი შეუწყოს სტუდენტების სასწავლო პროცესს და შესთავაზოს მათ მოქნილი სამუშაო გრაფიკი. სტუდენტებს, რომლებიც 1 წლის განმავლობაში უწყვეტად იქნებიან დასაქმებულნი კომპანიაში, ასევე სთავაზობს უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსებას.- „ კომპანია ზღაპარი“-ს გენერალური დირექტორი თამარ უდესიანი.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის განცხადებით, ურთიერთანამშრომლობა ახალ შესაძლებლობას აჩენს სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა გამოყენონ პრაქტიკაში, შეიძინონ პროფესიული უნარ-ჩვევები და მიიღონ სამუშაო გამოცდილება.

მემორენდუმის მიზანია, მხარეების ერთობლივი ძალისხმევით და მხარდაჭერით, ხელი შეეწყოს სტუდენტების დასაქმებას, კვალიფაკაციის ამაღლებასა და განვითარებას.