მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანიამ "მზის სახლი" ქსელში ჩართული მზის ფოტოელექტრული სადგური საქართველოში უკვე 4 მომხმარებელს დაუმონტაჟა

58c0f8063dcb6
BM.GE
09.03.17 10:36
8330
კომპანიამ "მზის სახლი" მზის პანელები საქართველოში უკვე 4 მომხმარებელს დაუმონტაჟა, - აქედან ერთი ქუთაისში, 3 კი თბილისში. როგორც კომპანიაში ბიზნესკონტრაქტს განუმარტეს, კომპანია მომხმარებელს მზის პანელების დამონტაჟების სულ სერვისს სთავაზობს, რაც პროექტირებას, ინსტალაციას და მონიტორინგს მოიცავს.

"1 კილოვატი სადგური იკავებს დაახლოებით 6 კვადრატულ მეტრს, მისი ფასი იცვლება და 1 ვატის ღირებულება დაახლოებით 1-2 ევროა. ფასი იცვლება იმის მიხედვით, თუ რა სიმძლავრისაა პანელები და რომელი ქვეყნიდანაა ის", - განმარტავენ "მზის სახლში".

კომპანიის ცნობით, ქსელში მიერთების აქციით ამ ეტაპზე მხოლოდ ფიზიკური პირები ინტერესდებიან.

'ჩვენი დაყენებული სისტემის მონიტორინგი ინტერნეტით ხდება, აქედან ითვლება თუ რამდენი ენერგია გამოიმუშავა მან".

მზის პანელების დამონტაჟება ნებისმიერ პირს შეუძლია, როგორც კერძო სახლის მფლობელს, ასევე მრავალსართულიან სახლში მცხოვრებს. პანელები მონტაჟდება, როგორც სახურავებზე, ასევე კედლებსა და აივანზე.

შეგახსენებთ, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საცალო მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დაამონტაჟოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, აწარმოოს ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის, ამავდროულად პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს ელექტროსისტემაში და გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია. იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტროენერგია ვერ დააკმაყოფილებს მის მოხმარებას - გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან მიიღოს შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები