მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კომპანიამ საქართველოში ოპერირების მანძილზე ₾40 მილიონის ინვესტიცია განახორციელა“ - ბლაუენშტაინ საქართველო"

639c7b91b747e
თინათინ ნატმელაძე
16.12.22 22:00
1309
ხორცპროდუქტების მწარმოებელმა ქართულ-შვეიცარიულმა კომპანია, „ბლაუენშტაინ საქართველომ“ ოპერირების მანძილზე 40 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა თათია არაბიძემ უთხრა.

მისივე თქმით, კომპანია საქართველოში 14 წელია ოპერირებს და მომავალში კიდევ დიდი გეგმები აქვთ.

„ეს არის კომპანია, რომელმაც ხორცპროდუქტების მთელი ჯაჭვი შექმნა და ამჟამად რაჭის რეგიონში სრულად ავტორიზებულ მეღორეობის ფერმას და თბილისში, წერეთელზე და ფალიაშვილზე, ორ საფირმო მაღაზიას ფლობს. ამ წლების მანძილზე კომპანიამ ორმოცი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 45% ქართულ მხარეს, ხოლო 55% შვეიცარიელ პარტნიორებს ეკუთვნით. ინვესტირება ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება. უახლოეს მომავალში ღორების ფერმის გაფართოებას და ახალი საფირმო მაღაზიის დამატებას ვგეგმავთ,“ - განაცხადა თათია არაბიძემ.


რაც შეეხება გამოწვევებს, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ პანდემიამ და კრიზისულმა გარემომ გავლენა პროდუქციის ფასზე იქონია.

"2022 წელი წინა წლებთან შედარებით უფრო მშვიდი იყო, მაგრამ ბიზნესებისთვის ჯერ კიდევ კრიზისული სიტუაციაა. ჩვენი კომპანიის ინვესტიცია გრძელ ვადებზეა გათვლილი, ამიტომ ამ რთულმა გარემო პირობებმა კვალი თავიდანვე ვერ დაგვატყო, მაგრამ პოსტ-პანდემიურმა სიტუაციამ თავისი გავლენა იქონია და პროდუქციის საფასურის გადახედვა მოგვიწია. მიუხედავად ამისა, ფასების მკვეთრი ზრდა უახლოეს მომავალში არ იგეგმება და ჩვენ შვეიცარიული ხარისხით ქართული საქმის კეთებას ვაგრძელებთ,’’ - განმარტავს თათია არაბიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები