მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანიამ "თელასი" სამი რევერსული მრიცხველი დაამონტაჟა

586e453f594fa
BM.GE
05.01.17 17:07
4285
კომპანია თელასმა უკვე სამი რევერსული მრიცხველი დაამონტაჟა. გასულ წელს მირებული ცვლილებების თანახმად ყველა მომხმარებელს საშუალება, აქვს თავად გამოიმუშავოს ელექტროენერგია და ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში ის გაყიდოს.

ამისთვის საჭიროა მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური (100 კვტ-მდე მზის პანელები, ქარის გენერატორები და მიკრო ჰესები).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებაში „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, გამანაწილებელ ქსელზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების (რევერსული მრიცხველის მონტაჟის) მოთხოვნის შესახებ განაცხადით მომხმარებელმა უნდა მიმართოს შესაბამის გამანაწილებელ ლიცენზიატს.

განაცხადი, მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი ფორმით, მიიღება „თელასის“ ცენტრალური ოფისის მომხმარებელთა მომსახურეობის ცენტრში . განაცხადის სახეობის მიხედვით ტექნიკური პირობის-ნებართვის გაცემა და მრიცხველის მონტაჟი განხორციელდება 10-20 სამუშაო დღეში.

"ქართველმა მომხმარებელმა ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის გაყიდვა დაიწყო"



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები