მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიამ „Winter Time შაკოსგან და ნინოსგან“ საკუთარი დიზაინის ნაძვის ხეების წარმოება დაიწყო - რა გეგმები აქვს კომპანიას?

ნაძვის ხე

კომპანიამ „Winter Time შაკოსგან და ნინოსგან“ საკუთარი დიზაინის საშობაო ნაძვის ხეების წარმოება დაიწყო. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, შალვა ბაბილუამ განაცხადა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ნაძვის ხის სხვადასხვა ნაწილები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან გროვდება და პოლონეთში, ერთ-ერთ საწარმოში იწყობა.

„Winter Time შაკოსგან და ნინოსგან“ ბაზარზე უკვე 5 წელია ოპერირებს და პრემიუმ ხარისხის ნაძვის ხეების იმპორტზე და საცალო ვაჭრობაზეა ორიენტირებული. წელს კომპანიამ შექმნა საკუთარი დიზაინის, ექსკლუზიური 6 მოდელი, რომლის პირველი რეალიზაციაც წარმატებული აღმოჩნდა.

„ჩვენთვის ძირითადი მიმართულება არის ნაძვის ხეების იმპორტი და საცალო ვაჭრობა. ბაზარზე პრემიუმ ხარისხის პროდუქციით ვართ პოზიციონირებული. მსოფლიოს მასშტაბით, ყველა მსხვილ მწარმოებელს ვიცნობთ. შესაბამისად, წელს მათთან თანამშრომლობით, 6 ექსკლუზიური მოდელი შევქმენით, რომლის ანალოგიც მსოფლიოს მასშტაბით არ არის. შესაბამისად, მწარმოებელსაც, კონტრაქტის საფუძველზე არ აქვს უფლება, რომ ჩვენი ნებართვის გარეშე პროდუქცია გაყიდოს", - აცხადებს ბაბილუა.

მისივე ინფორმაციით, მათი პროდუქცია Eur 1-ის სერტიფიკატს აკმაყოფილებს. არის ანტიალერგიული, არ აქვს სუნი და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. საქართველოში მისი წარმოება დიდ რესურსებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ამ ეტაპზე მათი წარმოება საქართველოში არ ხდება.

კომპანია სამომავლო პერსპექტივაში ექსპორტის კუთხით განვითარებასაც გეგმავს. კერძოდ, მცირე რეგიონის მოცვაა დაგეგმილი. თუმცა მანამდე, „Winter Time შაკოსგან და ნინოსგან“ ნაძვის ხის აწყობის პროცესის საქართველოში გადმოტანას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები