მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კომპანიები აკმაყოფილებენ კანონმდებლობას, კანონმდებლობა ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს"

5b06854a6f686
თამუნა დემეტრაშვილი
24.05.18 13:23
810
პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, თუკი RMG-მ სამინისტროსთან შეთანხმებული საქმოქმედო გეგმით გათვალისწინებული ნაბიჯები არ გადადგა, სამინისტრომ შესაძლოა, სპეც-მმართველის დანიშვნაზეც იფიქროს.

„გამოვითხოვეთ ეს სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია რა უნდა გააკეთოს RMG-მ და ვაპირებთ მისი რელევანტურობა შევისწავლოთ. ფაქტია, რომ კომპანია დღეს მზადაა გადადგას ეს ნაბიჯები, რაც მისასალმებელია. თუ ამ ნაბიჯების გადადგმის კუთხით რაიმე შეფერხება იქნება, რისი რესურსიც მათ აქვთ და წესით არ უნდა შეეშალოთ ხელი, მერე სამინისტრომ უნდა იფიქროს კიდეც შესაბამისი ზომების მიღებაზე“,-განაცხადა კუჭავამ გადაცემაში "საქმიანი დილა".

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, მთავრობა, EBRD-ის დახმარებით მუშაობს ცვლილებების პაკეტზე, რომელითაც მოთხოვნები სამთო-მოპოვების სექტორში საერთაშორისო სტანდარტებს უნდა დაუახლოვდეს.

"ჩვენი კანონმდებლობა ძალიან ჩამორჩენილია რეალობას, მთავრობა EBRD-თან ერთად მუშაობს ცვლილებების კომპლექსურ პაკეტზე. დღეს მოქმედი კომპანიები კი აკმაყოფილებენ კანონმდებლობას, მაგრამ თავად კანონმდებლობა ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. მოთხოვნების მინიმუმი, რაც კანონშია, უნდა იყოს გაცილებით მკაცრი. ჩვენ ვსაუბრობთ სექტორზე, რომელზეც დამოკიდებულია არა მარტო ადამიანების უსაფრთხოება, არამედ გარემოს სიჯანსაღეც. როდესაც 2005-2006 წლებში "წიაღის შესახებ" კანონში ცვლილებები შევიდა, ფაქტობრივად ამოვშალეთ ყველანაირი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც კომპანიას პასუხისმგებელს გავხდიდით გარემოზე მიყენებულ ზიანზე“,-განაცხადა კუჭავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები