მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანიები დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს დასაფინანსებლად, სავარაუდოდ, მოზიდული პრემიის 1%-ს გადაიხდიან

5891d6b3db45e
სალომე მეცხვარიშვილი
02.02.17 10:25
1835
სადაზღვევო კომპანია IC Group-ის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი შენგელიას ინფორმაციით, თითოეული სადაზღვევო კომპანია დაზღვევის ზედამხედევლობის სამსახურის დასაფინანსებლად მოზიდული პრემიის დაახლოებით 1%-ს გადაიხდის. როგორც გიორგი შენგელია აცხადებს, კანონპროექტის პირველად ვერსიაში, რომელიც ხელისფლებამ კერძო სექტორის ჩართულობით შეიმუშავა, სწორედ ეს განაკვეთი იყო ჩაწერილი.

გიორგი შენგელიას თქმით, სექტორმა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლა ხელისუფლებას სავალდებულო დაზღვევის შემოღებასთან ერთად შესთავაზა.

„როდესაც ამაზე საუბარი დაიწყო, ეს იყო ავტომობილის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევასთან ერთად კომპლექსში განხილული. ამ შემთხვევაში საუბარი იყო მოზიდული პრემიის დაახლოებით 1%-მდე, ეს იყო ჩაწერილი პირველად დოკუმენტში და რომელზეც ინდუსტრიამ იმუშავა. ვფიქრობთ, ანალოგიურად უნდა მოხდეს და ეს რომ დამატებითი დატვირთვა არ იყოს სადაზღვევო კომაპნიისთვის. გაიზრდება სადაზღვევოს მოზიდვები, გაიზრდება მისი წილი და შესაბამისად, დაფინანსებაც“,- განაცხადა გიორგი შენგელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები