მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ

5beab69540dfe
თამუნა დემეტრაშვილი
13.11.18 15:31
663
კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტი“ და "ჯეო გრუპი" ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი კომპანიების დისკრიმინაციასა და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ. საუბარია ორი ტენდერის პირობებზე, რომლებიც უწყებამ ქუთასის შემოვლითი გზის, სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობაზე გამოაცხადა. ერთის ღირებულება 57 მილიონიანია, მეორისა კი 56 მილიონი.

კომპანიების მტკიცებით, სამინისტროს ისეთი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს, რომელსაც ადგილობრივი კომპანიები ვერ დააკმაყოფილებენ. მოდავეებმა სამინისტროს წინააღმდეგ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში საჩივარი შეიტანეს და ტენდერის პირობებს გაუქმებას მოითხოვენ.

"საკვალიფიკაციო მოთხოვნები მორგებულია შემსყიდველის სასურველ უცხოურ კომპანიაზე/კომპანიებზე რადგანაც ემსახურება რეზიდენტი კომპანიების ჩახსნას აღნიშნული ტენდერიდან და უსამართლო პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს უცხოურ კომპანიებს.“-ნათქვამია "კავკასუს როუდ პროჯექტის" სარჩელში.

კომპანიის მტკიცებით, სამინისტროს არ ჩაუტარებია ბაზრის მოკვლევა, რადგან ზუსტად იცოდა, რომ ტენდერი მორგებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ უცხოურ კომპანიაზე/კომპანიებზე და ქართულ კომპანიებს მინიმალური შანსიც კი არ უნდა ჰქონოდათ მონაწილების მისაღებად.

გარდა ამისა "კავკასუს როუდ პროჯექტში“ მიაჩნიათ, რომ უცხოური კომპანიებისათვის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა გამარტივებულია, რაც მათ რეზიდენტ კომპანიებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებთ.

"სატენდერო პირობები ცალსახად ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, აღნიშნული მოთხოვნები ქართულ რეალობაში სცდება ყოველგვარი გონივრული პროპორციულობის ფარგლებს და წარმოადგენს დისკრიმინაციულ მიდგომას მონაწილეობის მსურველი პირების მიმართ. აღნიშნული პირობების დაწესებით სახელმწიფომ დაარღვია ქვეყნის ძირითადი კანონის, საქართველოს კონტიტუციის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება, ხელი შეუწყოს თავისუფალ მეწარმეობას და კონკურენციის განვითარებას", - წერს თავის სარჩელში მეორე მოდავე კომპანია "ჯეო გრუპი".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები