მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანიები, რომელთა თანამშრომლების ნაწილიც გამაფრთხილებელ გაფიცვას შეუერთდნენ - ჩამონათვალი

გაფიცვა

დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს, რომელიც 3 საათს გაგრძელდა.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაა, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. გაფიცვას, როგორც 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარე აქციებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს - ახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებული პირების განთავისუფლება.

გაფიცვას და მოთხოვნებს სრულად შეუერთდა და სამუშაო პროცესი შეაჩერა 400-მდე კომპანიამ. კომპანიების ნაწილმა, გაავრცელა განცხადება, სადაც თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლების მიმართ პატივისცემა და ღიაობა დაადასტურა. კომპანიების ნაწილს, არ დაუფიქსირებია არანაირი პოზიცია, თუმცა მათი თანამშრომლები, ან თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა.

bm.ge გთავაზობთ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებსაც გაფიცვა არ გამოუცხადებიათ, თუმცა თანამშრომლების ნაწილი, ან ყველა თანამშრომელი გაიფიცა:

  1. საქართველოს ბანკი
  2. თიბისი ბანკი
  3. ტერაბანკი
  4. ბაზის ბანკი
  5. სილქ ბანკი
  6. ლიბერთი ბანკი
  7. McDonald's Georgia
  8. “დანკინ დონატსი“
  9. Wendy's
  10. მაგთი
  11. თეგეტა მოტორსი
  12. ავერსი
  13. ფარმადეპო
  14. ჯიპისი
  15. ვიშლისთი
  16. სუპერის სათამაშოები
  17. სუპერი
  18. კურაციო
  19. cavea.plus
  20. ანტრე
  21. კინოთეატრი ამირანი
  22. ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების ნაწილი
  23. ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების ნაწილი
  24. ავეჯის სახლი Medusa
  25. lumiers
  26. ბიბლუსი
  27. ალტა
  28. გორგია
  29. ჯეჯელატო
  30. კანი ესთეტიკი
  31. სილქნეტი
  32. მრჩეველი
  33. კავკასიის უნივერსიტეტი
  34. kfC
  35. PASTACHI
  36. ალტე უნივერსიტეტი
  37. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  38. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
  39. ბათუმის ოქროს ბირჟა
  40. ნოვა
  41. სმარტ აკადემია
  42. კარფური
  43. ელიტ ელექტრონიკსი
  44. ალკორიუმი
  45. ხულოს კლინიკა
  46. შარმ ტრეიდინგი
  47. "თეზი"
  48. ვინტილატორი
  49. ჩხოროწყუს საკრებულოს თანამშრომლები
  50. ღვინის ბარი "სულიკო"
  51. "ლოტუსი"
  52. RESPUBLIKA GRILL BAR
  53. მწვანე სკოლა
  54. ირაო
  55. ევოლუშენი
  56. თბილისი ცენტრალი
  57. ნიკორა
  58. ევროპროდუქტი
  59. ათასწლეულის სკოლა
  60. საქართველო კარიტასი
  61. ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი ·
  62. BOLT
  63. lolita
  64. stamba
  65. degusto
  66. ალდაგი

გამომდინარე იქიდან, რომ გაფიცული კომპანიების საერთო ბაზა არ არსებობს, სია განახლებადია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები