მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები, რომლებიც აგვისტოში გაკოტრდნენ

5f4d272cb4c1e
ნათია თაქთაქიშვილი
01.09.20 00:14
3405
როგორც CNN-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს თვეში კომპანიების გაკოტრების ტემპი შემცირებულია, სამმა დიდმა კომპანიამ მაინც განაცხადა გაკოტრების შესახებ მე-11 მუხლის მიხედვით.

გამოცემის ცნობით, J.Jill, Destination XL და Christopher & Banks სწორედ ის კომპანებია, რომელთა დეფოლტის ალბათობა იზრდება და გაკოტრების კანდიდატები არიან.

S&P Global Market Intelligence-ის უახლესი ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს 44 გაკოტრების შემთხვევაა აღნუსხული.

გამოცემის მიხედვით, ამერიკელები წუხან, რომ ქვეყნის ეკონომიკა ისევ არამყარია და სამუშაო ბაზარიც გაურკვეველ მდგომარეობაშია. აღნიშნული კომპანიების დახურვის შედეგად ათასობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი.

კომპანიები, რომლებიც აგვისტოში გაკოტრდნენ:

1.Lord & Taylor
კომპანიამ მე-11 თავის მიხედვით გაკოტრების შესახებ 2 აგვისტოს განაცხადა. Lord & Taylor მაღაზიების დახურვას თავდაპირველად 19 ლოკაციაზე გეგმავდა, ხოლო მოგვიანებით კიდევ 5 ლოკაცია დაამატა. საბოლოოდ კი 200-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიამ განაცხადა, რომ 38 მაღაზიას დახურავდა.

აღსანიშნავია, რომ Hudson's Bay Company-მ Lord & Taylor-ის 2012 წელს შეიძინა და კომპანია 2019 წელს Le Tote Inc-ს მიყიდა 75 მილიონ აშშ დოლარად.

2.Tailored Brands
Tailored Brands-მა გაკოტრების შესახებ 3 აგვისტოს განაცხადა. როგორც გამოცემა წერს, ეს ის შემთხვევაა როდესაც პანდემიის გამო მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის შემცირებული საოფისე ტანისამოსზე. კომპანია ვარაუდობს, რომ ბაზარზე დაბრუნებას რესტრუქტურიზაციის შემდეგ შეძლებს.

კომპანია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე 500 მაღაზიას დახურავს და დაახლოებით თანამშრომელთა 20%-ს გაათავისუფლებს სამსახურიდან. აღსანიშნავია, რომ Tailored Brands-ს აშშ-ის მასშტაბით 1,500 მაღაზიას ფლობს.

3.Stein Mart
კომპანიამ გაკოტრების შესახებ 12 აგვისტოს განაცხადა და 300-მდე მაღაზიის დახურვა გადაწყვიტა სექტემბრის თვიდან. 112-წლიანი ისტორიის მქონე კომპანია აცხადებს, რომ პრობლემები მომხმარებლთა შეცვლილმა ქცევებმა და პანდემიამ შეუქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები