"2015 წელს სატელევიზიო რეკლამის უდიდეს შემთხვეთთა შორის სამომხმარებლო საქონლით, საკვებით, სწრაფი კვების პროდუქტითა და სასმელით მოვაჭრე რამდენიმე საერთაშორისო კომპანია ფიქსირდება“, - კვლევას ქართულ სარეკლამო ბაზარზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს.
სიაში ასევე შედიან ქვეყნის უმსხვილესი მობილური ტელეოპერატორები და სასმელების მწარმოებელი ორი ადგილობრივი საწარმო: "ნატახტარი“ და "ბორჯომი“.
"აღსანიშნავია, რომ სია ასევე შეიცავს ორ მიკროსაკრედიტო ორგანიზაციას და სამ კომერციულ ბანკს. რამდენიმე მიკროსაკრედიტო კომპანია თავის სარეკლამო განცხადებებში რეკლამას უკეთებს „უფასო” და მარტივ სესხებს და საერთოდ არ ახსენებს, რომ სესხის დაფარვის ვადისგადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 400-ზე მეტიპროცენტით გადამეტებული თანხის გადახდა მოუწევს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - 700-ზემეტი პროცენტით, მიმწოდებლიდან გამომდინარე“, - ვკითხულობთ კვლევაში.
2015 წ. სატელევიზიო რეკლამის უდიდეს შემკვეთს, მთლიანი ხარჯების გათვალისწინებით,შემდეგი კომპანიები წარმოადგენდნენ:





























