მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანიები, რომლებიც თქვენს მიერ შეძენილ პროდუქციას "აკონტროლებენ"

57f0c7c13dba7
მარიამ ადამია
02.10.16 12:38
3151

ყველაფერს, რასაც სუპერმარკეტებში ვყიდულობთ, წარმოებულია 10 უმსხვილესი ტრანსნაციონალური კორპორაციის მიერ. მარსი, სნიკერსი, სპრაიტი თუ ფანტა... არ აქვს მნიშვნელობა თქვენს მიერ გაკეთებულ არჩევანს, გაყიდვებიდან მიღებული მოგება, მაინც ერთი კომპანიის ხელში ხვდება. რაც შეეხება ამ გიგანტ კომპანიებს, ჩამონათვალი ასეთია:

კომპანია „კრაფტ ფუდი“, რომელიც 1903 წელს დაფუძნდა დღესდღეობით, დაფასოებული საკვების წარმოების მხრივ სიდიდით მეორე უდიდესი კორპორაციაა და პროდუქციას მსოფლიოს 155 ქვეყანაში ავრცელებს. საქართველოში კი ბრენდის ქვეშ იყიდება „ალპენ გოლდისა“ და „მილკას“ შოკოლადები, ასევე ყავა ჯაკობსი და ჩიფსი-„ესტრელა.“

მსოფლიოში კიდევ ერთი საკვების მთავარი მწარმოებელი კომპანია-„ ნესტლეა“, რომელიც აწარმოებს, როგორც საბავშვო საკვებს, კანფეტებსა და შოკოლადებს, ასევე ალკოჰოლური სასმელების გამოშვებასაც უზრუნველყოფს, თუმცა სასმელების კუთხით ლიდერი კორპორაცია მაინც კოკა-კოლა რჩევა, რომელიც აერთიანებს, გაზიან სასმელებს, კონცენტრატებსა და ალკოჰოლურ თუ უალკოჰოლო სასმელებს.

მშრალი და სწრაფი საკვების კუთხით ნომერ პირველი კომპანია „კელოგსი“ სახელდება, თუმცა საქართველოში მის მიერ წარმოებული პროდუქცია ნაკლებად ცნობილია, სამაგიეროდ აქტიურად და თითქმის ყოველდღიურად მოვიხმართ „მარსის“ საკვებს. განსაკუთრებული პოპულარობით კი M&M’s-ი, სნიკერსი, მარსი, მილკი და სკიტლსი სახელდება. რაც შეეხება რძის პროდუქტებს, უფრო კონკრეტულად კი იოგურტებს, ბაზარზე კომპანია დანონი ლიდერობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები