თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ეშმაკის ბორბალზე გიგანტური საათის დამონტაჟებით 2 მსხვილი კომპანიაა დაინტერესებული. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული იდეა მერიას მოქალაქემ მიაწოდა პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში.
„დავავალე „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს განეხორციელებინათ გამოკითხვა, რამდენად შესაძლებელი იყო ამის გაკეთება და დაახლოებით რა თანხა იქნებოდა საჭირო.
არის 2 მსხვილი კომპანია, რომელიც დაინტერესებულია და გვითხრეს, რომ შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება. ეს 2 კომპანია გახლავთ Philips და Iguzzini, რომლებმაც მოგვაწოდეს პროექტი, რომელიც შეიძლება განხორციელდეს”,- აცხადებს კალაძე.

























