მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კომპანიებისთვის შრომის უსაფრთოების ნორმების დარღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმები დაწესდება"

592d0ace28bd9
BM.GE
30.05.17 10:00
1115
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მთავრობას ახალი კანონპროექტი წარუდგინა - "შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ". კანონპროექტის მიზანია, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ორგანიზება და მართვის გაუმჯობესება; სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პასუხისმგებლობისა და მოვალეობებისა განსაზღვრა; უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და პრევენცია, - თემაზე გადაცემაში ’’საქმის კურსი“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია საუბრობს.

- ქალბატონო ელზა, უპირვეესად რა წერია მთავრობისთვის უკვე წარდგენილ კანონპროექტში რაც ჩვენთის უცნობია?

- წარდგენილი კანონპროექტი იმ პრინციპებს და იმ ღონისძიებათა კომპლექსს ეხება, რომელიც შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვას ეხება და ისეთ საკითხებს არეგულირებს, როგორიც არის უბედური შემთხვევების მოსალოდნელი თუ არსებული რისკების აღმოფხვრა და პროფესიული დაავადების რისკების პრევენცია. აღნიშნული კანონი მხოლოდ და მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან კომპანიებზე გავრცელდება, რომლებსაც კონკრეტული შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე დარეგისტრირება მოუწევთ. დარეგისტრირების გარეშე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ცხადია, კანონდარღვევად ჩაითვლება და ამიტომაც, უპირველეასდ, ყველა იმ კომპანიას მივმართავ, რომელიც სწორედ ამ სახის სამუშაოებს ეწევა დარეგისტრირდნენ. ვალდებულებებსა და უფლებებს რაც შეეხება, რომელიც როგორც დამსაქმებლის მხრიდან შემოდის, ასევე დასაქმებულებსა და სამუშაო სივრცეში არსებულ მესამე (ანუ სხვა) პირებს ეხებათ, - ამ პირებს იმ წესების დაცვა ევალებათ, რომლის დაცვის მოთხოვნა აუცილებლად გათალისწინებულია. ამ კანონით ასევე ადმისტრაციული სახდელის სხვადასხვა ფორმები შემოდის. უპირველესად, ეს რა თქმა უნდა, გაფრთხილებით შემოიფარგლება, რაც გულისხმობს იმას, რომ აღმოჩენილ დარღვევაზე შესაბამისი რეკომენდაციაები და წინადადებები გაიცემა ამ დარღვევის აღმოსაფრხვრელად. ხოლო შრომის უსაფრთოების ნორმების დარღვევის გამეორების შემთხვევაში უკევ შესაბამისი ჯარიმები გავრცელდება, რომლის ოდენობაც საპარლამენტო ფორმატში დისკუსიების დროს დაზუსტდება. ასევე კონკრეტული სამუშაოაო უბნის, სამუშაო პროცესის შეჩერებაც განიხილება, როდესაც კრიტიკული შეუსაბამობობას ექნება ადგილი.

- აღნიშნული შემთხვევების მაქსიმალურად პრევენციისათვის კიდევ რა არის საჭირო, როგორია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია?

- კიდევ ერთი ვალდებულება არის შრომის უსაფრთოების სპეციალისტის დანიშვნა. 20-მდე დასაქმებულის შემთხვევაში, თავად დამსაქმებელს აქვს უფლება და ვალდებულია, გადამზადდეს შრომის უსაფრთხოების იმ შესაბამის ნორმებით რომელსაც კანონმდებლობა უწესებს, რომ დაიცვას და დაცული იყოს დასაქმებულთა შრომის უსაფრთოება და ღირსეული შრომის სტანდარტები შექმნას. შრომის უსაფრთხოების სამსახურის შექმნას რაც შეეხება, ეს გარკვეულ რაოდენობას ევალება, მაგალითად, 100 დასაქმებულის შემთხვევაში მას უკვე ევლება დანიშნოს ერთი ადამიანი, ან ალტერნატივას სთავაზობს კანონი, როდესაც მას შეუძლია გარედან მოიწვიოს ისეთი სპეციალისტი, რომელსაც შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა ექნება გავლილი. ორ წელზე მეტია შრომის ინსპექტირების პროგრამა მუშაობს, 400-ზე ობიექტი შემოწმდა. ძალიან ბევრი დასაქმებული და დამსაქმებული ტექნიკური რეგლამენტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. თავად დასაქმებულს ამ კანონის საფუძველზე უფლება ექნება, რომ მომეტებული საფრთის შემთხვევაში, თუ კი მის ჯანმრთლობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, დაუყონებლივ აცნობოს დამსაქმებელს და მუშაობა მყისიერად შეწყვიტოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები