მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიებმა Moody’s Ratings - მა და Alphaledger- მა წარმატებით დაასრულეს ერთობლივი ტესტირება Solana-ს ბლოკჩეინზე

სოლანა
12.06.25 13:51
63

კომპანია Moody’s Ratings - საკრედიტო რეიტინგების მსოფლიო ლიდერი და Alphaledger - პირველი კომპანია, რომელიც რეალურ აქტივებს ციფრულად აქცევს, წარმატებით დაასრულეს ახალი რევოლუციური შესაძლებლობების ერთობლივი ტესტირება. მის ფარგლებში მოხდა მუნიციპალური ობლიგაციის და მისი საკრედიტო რეიტინგის ინტეგრირებული მონაცემების ჩაწერა ტოკენის სახით პირდაპირ Solana-ის ბლოკჩეინში.

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გზას უხსნის ტრადიციული ფინანსებისა და დეცენტრალიზებული სისტემების სწრაფ გაერთიანებას, და აჩვენებს სტანდარტიზებული მექანიზმების გამოყენების პოტენციალს ციფრულ სამყაროში.

მუნიციპალური ფასიანი ქაღალდების მაგალითზე დაადასტურა კონცეფცია, რომ API ინტეგრაციის მეშვეობით შესაძლებელია რეალური აქტივების (RWA -Real-World Assets) ციფროვიზაცია, ანუ მოხდეს მისი მონაცემების ასახვა Blockchain გარემოში ტოკენის სახით, ისე რომ მასში ინტეგრირებული იყოს, ისეთი მნიშვნელოვანი მონაცემები, როგორც Moody’s საკრედიტო რეიტინგი,

  • Moody’s-ის რეიტინგის ჩართვა Solana-ს ტოკენში ადასტურებს ტრადიციული ფინანსური სერვისების და დეცენტრალიზებული ინფრასტრუქტურის კომბინირების ტექნოლოგიურ შესაძლებლობას.
  • რეალიზებულია რეიტინგების გავრცელების მექანიზმები, რომელიც გახდება ხელმისაწვდომი ფართო სპექტრის ტოკენიზებული აქტივებისთვის — მუნიციპალური ობლიგაციებიდან, კორპორაციულ აქტივებამდე, რაც გაზრდის ინვესტორთა ნდობას და ხელს შეუწტობს ბაზრის განვითარებას
  • Solana-ს შესაძლებლობების გამოყენება: Solana-ს Layer 1 გამოყენება ამ ექსპერიმენტში აჩვენებს, რომ Solana-ს ბლოკჩეინი გამოდგება ინსტიტუციონალური დონის ფინანსური აპლიკაციებისთვის, უსაფრთხო და ეფექტურ ტოკენიზაციისათვის.

“Moody’s Ratings-თან ეს თანამშრომლობა წარმოადგენს გარდამტეხ ნაბიჯს ფინანსური ბაზრების მოდერნიზაციისკენ. Solana-ს ბლოკჩეინზე არსებულ ტოკენიზებულ მუნიციპალურ ფასიან ქაღალდში სანდო საკრედიტო რეიტინგის დამატებით, ჩვენ წარმოვაჩინეთ რომ ეს არის მოდელი მასშტაბირების პოტენციალით, რომელიც ინვესტორებს მისცემს წვდომას ისეთ სანდო ბრენდზე, როგორიცაა Moody’s Ratings და ამით უზრუნველყოფს რეალური მატერიალური აქტივების ლიკვიდურობას” - განაცხადა მანიშ დუტამ, Alphaledger-ის გენერალურმა დირექტორმა.

„ეს ექსპერიმენტი Alphaledger-თან აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ჩვენი რეიტინგების გავრცელება ბლოკჩეინში, რაც ზრდის გამჭვირვალობას და ნდობას ტოკენიზებული აქტივების მიმართ და პასუხობს ციფრული ფინანსების განვითარებად საჭიროებებს,“ - განაცხადა რაჯივ ბამრამ, Moody’s Ratings-ის ციფრული ეკონომიკის სტრატეგიის ხელმძღვანელმა და ასოცირებულმა მმართველმა დირექტორმა „ჩვენ განვაგრძობთ ინოვაციების მხარდაჭერას ფინანსებში და აქტიურად ვიკვლევთ ახალ გზებს, რათა ციფრულ ფინანსურ ეკოსისტემას მიეცეს წვდომა ჩვენს საკრედიტო შეფასებებზე.“

ამ ფონზე მოსალოდნელია Solana-ს ბლოკჩეინთან დაკავშირებული პროექტების სწრაფი ზრდა, და მათ შორის ყველაზე პერსპეკტიული კანდიდატი არის — Solaxy.

Solaxy არის Layer 2 გადაწყვეტა Solana ბლოკჩეინისთვის. პროექტი განკუთვნილია Solana-ს Layer 1 ქსელის დატვირთვის შესამცირებლად და ტრანზაქციული მექანიზმების გასაუმჯობესებლად. მისი მთავარი მიზანია - შეიქმნას სტაბილური, სწრაფი და იაფი ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა ღია გარემო დეცენტრალიზებული აპლიკაციებისათვის.

Solaxy-მ უკვე მოიპოვა $44 მილიონიანი ინვესტირება.

პროექტს აქვს თავისი ტიკენი — $SOLX და მისი ფასი პრესეილის ეტაპზე $0.001744-ია.

მეტის გაგება შეგიძლიათ პროექტის ოფიციალურ საიტზე — Solaxy





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები