მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიებმა საქმიანობის პროფილი ეკონომიკურ რეესტრში უნდა განსაზღვრონ

5ba2278b77b1c
BM.GE
19.09.18 14:39
863
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, ყველა კომპანია, რომელსაც ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში არ ექნება განსაზღვრული საკუთარი საქმიანობის პროფილი, დაჯარიმდება. ჯარიმის მოცულობა 1000 ლარი იქნება.

ამის შესახებ განცხადებას შრომის უსაფრთხოების ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აკეთებს.

“სანქცირების მექანიზმი, შრომის უსაფრთხოების კანონიდან გამომდინარე, პირველი აგვისტოდან ამოქმედდა. შესაბამისად, კომპანიებს მიეცათ ორთვიანი ვადა იმისათვის, რომ მოეხდინათ თავიანთი საქმიანობის რეგისტრაცია”, – აცხადებს ბექა ფერაძე.

მისი თქმით, კანონის ამოქმედების პირველ ეტაპზე ყურადღება მომატებული საფრთხის შემცველი, მძიმე და საშიშ–პირობებიანი სამუშაოების შემოწმებას ეთმობა. ამ ეტაპზე ინსპექტორების მიერ უკვე რამდენიმე ათეული კომპანიაა შემოწმებული.

“2019 წლის სექტემბრიდან ეს კანონი გავრცელდება არა მხოლოდ მძიმე და საშიშ, არამედ გავრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე”, – აცხადებს ბექა ფერაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები