პანდემიურ საქართველოში რეგიონებში მცხოვრები ბავშვების განათლების ხელმისაწვდომობისთვის, მსგავი ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით, კომპანია “გალფს”, ეროვნულ ბიბლიოთეკას და ორგანიზაცია "შენმოქმედს" შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მხარეები ერთი წლის განმავლობაში მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს და ბიბლიოთეკებს წიგნებით და კომპიუტერებით უზრუნველყოფენ.