საერთაშორისო სასტუმროთა ქსელ Wyndham Grand Residences-ს საქართველოში კომპანია Aimbridge EMEA უხელმძღვანელებს. კომპლექსის მფლობელ European Villages-სა და მსოფლიოში უმსხვილეს მმართველ კომპანია Aimbridge Hospitality -ს შორის მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მართვის ხელშეკრულება ბათუმში გაფორმდა. აღნიშნული სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებულია, პროექტის დასრულების თარიღად კი 2025 წლის ბოლო მოიაზრება.