მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპოზიტური ნაწილების ქარხანა: "ზრდის ის ტემპი, რომელიც გვქონდა, ვერ შენარჩუნდა"

5fa98fd85a88e
ლიკა გურაბანიძე
09.11.20 23:14
1028
კომპოზიტური ნაწილების (ATC) ქარხნის ფინანსური დირექტორი მიხეილ ბეგიაშვილი აცხადებს, რომ პანდემიამ წარმოებაზე უარყოფითი გავლენა იქონია, თუმცა მიუხედავად ამისა, კომპანიამ ფუნქციონირება უწყვეტად განაგრძო. როგორც ბეგიაშვილმა “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა, ზრდის ის ტემპი, რომელიც 2019-2020 წლებში ჰქონდა ქარხანას, ვერ შენარჩუნდა. 

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, დაგეგმილია წარმოების გაფართოვება, რაც 2022-2023 წლებში დამატებით ინვესტიციებში გამოიხატება.

"2019 წელს 230 სხვადასხვა დასახელების ნაწილის წარმოება დაიწყო, ხოლო 2020 წელს დამატებით 150 სახეობის დამატება იგეგმება. კომპანია 2021 წელს დამატებითი პროექტების დაწყებას გეგმავს, რაც არა მარტო კომპოზიტური ნაწილების წარმოებას გულისხმობს, არამედ მეტალის ნაწილების გამოყენებით ახალი პროექტების განხორციელებასაც. კონკრეტული სიახლეა ის, რომ 2021 წელში Boeing 787 Dreamliner-ის წინა შასის კარის წარმოებას ვგეგმავთ", - აღნიშნა ბეგიაშვილმა.

ცნობისთვის, კომპოზიტური ნაწილების ქარხნის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და 2018-ში დასრულდა, რაშიც 93 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. წარმოების შექმნის ძირითადი მიზანი საქართველოში ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანაა. კომპანია ამჟამად ჯამში 170 ადამიანს ასაქმებს და ძირითადად Boeing-ის შეკვეთებს ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები