"კომუნალურ მომსახურებაზე მიმართვიანობა წინა წლებთან შედარებით დასტაბილურდა" -ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ტრანზაქციების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 100,000-მდე შეადგინა, ხოლო მომსახურების დანერგვიდან დღემდე 6,620,258 ტრანზაქცია განხორციელდა.
"კომისიის, ლიცენზიატი კომპანიებისა და მობილური ოპერატორების ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომხმარებლებმა შესაძლებელია მობილურ ტელეფონზე *303# აკრეფით ისარგებლონ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურებებით, კერძოდ: 1. დაამატონ ტელეფონის ნომერი სასურველ აბონენტზე 2. მიიღონ ელექტრონული ქვითარი და გადაამოწმონ მიმდინარე ბალანსი; 3. მოითხოვონ დარიცხვის გადამოწმება; 4. მოითხოვონ მომარაგების ხარისხის ადგილზე შემოწმება; 5. დააფიქსირონ ავარიული წყვეტა ოპერატიული რეაგირებისთვის.
რა ტიპის დარღვევებზე მიმართავს მომხმარებელი სემეკს და როგორია რეაგირება?
სტუმარი: ნინო გულეიშვილი - ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი


































