მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნალური გადასახადების სუბსიდირება 1 ნოემბრიდან ამოქმედდება

BM.GE
29.10.20 14:22
2238
კომუნალური გადასახადების სუბსიდირება 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. კომუნალურებზე შეღავათების პროგრამა იგივე პრინციპით განხორციელდება, როგორც აქამდე იყო - 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კომპენსირებული. შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს კი ექნებათ შესაძლებლობა ასეთ დახმარებაზე უარი თქვან - ამის შესახებ განცხადებები დღეს მთავრობის სხდომაზე გაკეთდა. გარდა ამისა, დღეს მთავრობამ გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამის მომდევნო 3 წლის გეგმა დაამტკიცა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მომდევნო წლების გეგმის ფარგლებში გაზი 211 დასახლებულ პუნქტში შევა. ნათია თურნავა ამბობს, რომ 2019 წლიდან დაწყებული 2024 წლით დასრულებული 600 დასახლებულ პუნქტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული და საქართველოში გაზიფიკაციის დონე 90%-ს გადააჭარბებს.
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები