კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სილქნეტისგან ჯეოსელის შესყიდვის თაობაზე შეტყობინება ოფიციალურად მიიღო. ამის შესახებ BM.GE-ს მარეგულირებელი კომისიიდან აცნობეს. პროცედურის შესაბამისად საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება 15 დღეში უნდა დაიწყოს, მოკვლევის პროცესი კი 3 თვეს გასტანს. ამ პერიოდის განმავლობაში მარეგულირებელი კომისია გამოითხოვეს შესაბამის დოკუმენტაციას და გამოიკვლევს, შექმნის თუ არა ორი კომპანიის გაერთიანება ბაზარზე მონოპოლიურ რისკებს. საბოლოოდ კომუნიკაციების კომისიამ უნდა გადაწყვიტოს გასცემს თუ არა თანხმობას გარიგებაზე.
შეგახსენებთ, რომ სილქნეტმა ჯეოსელის შესყიდვის თაობაზე ოფიციალურად ორი დღის წინ განაცხადა. "სილქნეტი" "ჯეოსელის" მფლობელ "თელიასონერას" 153 მილიონ დოლარს გადაუხდის.

























