კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კომპანია "სუპერ ტვ" 30 ათასი ლარით დააჯარიმა. სანქცირების მიზეზი, კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგისას გამოვლენილი დარღვევები გახდა. გაირკვა, რომ საკაბელო ოპერატორი სამაუწყებლო ბადეში რამდენიმე არხის რეტრანსლირებას უკანონოდ, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ახდენდა.
უნდა აღინიშნოს, რომ "მაუწყებლობის შესახებ კანონისა" და "საავტორო უფლებების" შესახებ კანონების დარღვევისთვის "სუპერ ტვ" მარეგულირებელმა ერთხელ უკვე გააფრთხილა წერილობით ფორმით. ვინაიდან დარღვევა განმეორდა, კომპანიას უკვე ფინანსური სანქცია დაეკისრა.

























