მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მხოლოდ კახი ბექაური დარეგისტრირდა

58fb04be54bf0
BM.GE
22.04.17 11:21
1409
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრებმა ერთობლივად კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კახი ბექაურის კანდიდატურა წარადგინეს.
არჩევნები 2017 წლის 2 მაისს, 17:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართება. დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2013 წლის 9 ოქტომბერს ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სამი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარედ ერთზე მეტი ვადით.

ამ დრომდე კომისიის თავმჯდომარის პოსტს ვახტანგ აბაშიძე იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები