მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომუნიკაციების ომბუდსმენი მოსახლეობას შეხვდა

5d6a5a3f34fe3
BM.GE
31.08.19 15:26
1269
კომუნიკაციების ომბუდსმენი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა ხულოს მინიციპალიტეტში გაიმართა.

შეხვედრისას გვანცა ჩხეიძემ მოსახლეობას საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციები და მომხმარებლისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები გააცნო. აგრეთვე, პროვაიდერი კომპანიების ვალდებულებები, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა იურდიული დახმარების სამსახური. სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა საზოგადოებას უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა გააცნო, ისაუბრა უფასო იურიდიული დახმარების მიღების კრიტერიუმებზე.

კომუნიკაციების ომბუდსმენი, მსგავს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები