მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონცერტები, რომლებიც Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება

5afeb920eb45b
ელენე გოგბერაშვილი
18.05.18 15:26
1191

კონცერტები, რომლებიც Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ინტერესთა გამოხატვა თბილისის საკონცერტო დარბაზში, ბლექსიარენაზე და ბათუმის მუსიკის სახლში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით დაასრულა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, ღონისძიების ორგანიზება შოუბიზნესის ბაზარზე მოთხვნადი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების ერთობლივი მონაწილეობით მოხდება. ამასთან, უცხოელი შემსრულებლის კომპონენტი არ შეადგენს მთელი ღონისძიების 50%-ზე მეტს.

ნოემბრის ჩათვლით სამივე საკონცერტო დარბაზი ქართველი ვარსკვლავების შესრულებით 15 მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ღონისძიებას უმასპინძლებს.

20 მაისი - ლელა წურწუმიას შოუ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში.

29 მაისი - გიო ხუციშვილის სოლო კონცერტი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში.

31 მაისი -,,ქართული ცეცხლი’’ ფილარომონიის საკონცერტო დარბაზში.

7 ივნისი - სტეფანეს’’ სოლო კონცერტი ფილარმონიაში.

12 ივნისი - ჯგუფ Reggaeone-ის 10 წლის საიუბილეო კონცერტი ფილარმონიის კონონცერტო დარბაზში.

13 ივნისი - ,,სტეფანეს’’ სოლო კონცერტი ბათუმის მუსიკის სახლში.

23 ივნისი -33ა და ნიაზ დიასამიძე ფილარმონიაში.

24 ივნისი - ,,ბოლივუდის’’ ვარსკვლავის, ჰემა მილანის შოუ და ,,სუხიშვილები’’ ფილარმონიაში.

31 ივლისი -ნიაზ დიასამიძის, 33ა-სა და პოლონური ჯგუფ ,,ვოლოსის’’ ერთობლივი კონცერტი ,,ბლექსიარენაზე’’.

28 სექტემბერი - აფხაზეთის სიმღერის ადა ცეკვის სახელმწიფო ანსაბლ ,,აფხაზეთის’’ სოლო კონცერტი ,,ქართული გენი’’ ფილარომიაში.

5 ოქტომბერი -ჯგუფ ,,სახე’’-ს სოლო კონცერტი ფილარომიაში.

6 ოქტომბერი - ,,ლუ ბეგა თბილისში’’ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი.

7 ოქტომბერი - ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსაბლი დავით კენჭიაშვილი და მეგობრები ფილარომიაში.

14 ოქტომბერი - მერაბ სეფაშვილის შემოქმედების 40 წლისთავთან დაკავშირებული სოლო კონცერტი "გაიღიმე" ფილარმონიაში. 

23 ნოემბერი - ლელა წურწუმიას შოუ, ბათუმის მუსიკის სახლში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები