მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კონდიციონერი არ უნდა ჩაირთოს" - რა წესები უნდა დაიცვან მოქალაქეებმა საზ.ტრანსპორტში

5ece182beb0fd
ინგა მურუსიძე
27.05.20 11:33
3881
"მკაცრად გავაკონტროლებთ, რომ მოქალაქეები ტრანსპორტში პირბადეების გარეშე არ ავიდნენ", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსები დაიწყებს მოძრაობას და მოემსახურება მოქალაქეებს. გარკვეული დისკომფორტი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუმცა მთავარი არის ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, როგორც მეტროში, ისე ავტობუსებსა და მიკროავოტობუსებში, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, სხვანაირად შეუძლებელია და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ. ამას გავაკონტროლებთ", - განაცხადა კალაძემ.

მერმა თავის მოადგილეებს მაია ბითაძეს და ირაკლი ხმალაძეს დაავალა, დღესვე შეხვდნენ ტრანსპორტის სამსახურების და კომპანიის ხელმძღვანელობას და შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ.

„შეხვდით ხელმძღვანელობას დღესვე და გაკონტროლდეს, რომ პირბადის გარეშე ასვლა იყოს შეუძლებელი ტრანსპორტში. ასევე, უნდა გაფრთხილდნენ ჩვენი ავტობუსების მძღოლები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კონდიცირება ჩართული, ფანჯრები უნდა იყოს ღია, რომ განიავდეს ჰაერი. მეტროს ამის აუცილებლობა არ აქვს“, - განაცხადა კალაძემ.