საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, თუმცა ქვეყანაში არსებული მაღალი ტემპერატურის გამო, საგამოცდო განრგში ცვლილებები შევიდა. სკოლებში პარალელურ რეჟიმში, კონდიცირების სისტემების მონტაჟი მიმდინარეობს, თუმცა სატესტო რეჟიმში.
"გაამართლებს, თუ არა გაგრილების აღნიშნული სისიტემა, ამას დღევანდელი გამოცდები შედეგები გვაჩვენებს", - ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში განათლების მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ განაცხადა.
"წელს ატიპიური სიცხეების გამო განათლების სამინისტრო დაეთანხმა მოსახლეობის მოთხოვნას და ვცდილობთ გამოცდებეზე მაქსიმალური კომფორტი შევქმნთ. ამასთან, რამდენად ოპტიმალურია ეს გადაწყვეტილება, დღევანდელი გამოცდების შედეგები გვაჩვენებს. ვინაიდან სკოლებში ოთახები მცირე მოცულობისაა, კონდიცირების სისტემამ, რაც ამჟამად მონტაჟდება, შესაძლოა აბიტურიენტების ნაწილს დისკომფორტი შეუქმნას, ამიტომ სისტემას ამ ეტაპზე სატესტო რეჟმში ამონტაჟებენ"- განაცხადა თემურ მურღულიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ივნისის სხდომის N19 ოქმის თანხმად (ქვეყანაში მოსალოდნელი ტემპერატურის მატების გამო) 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგამოცდო ცენტრების ჰაერის კონდიცირების საშუალებებით უზრუნველყოფა დაევალა. ამისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყო.

























