მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონდიცირების სისტემის გამოუყენებლობის გამო, 47 დღის განმავლობაში, 357 მიკროავტობუსი დაჯარიმდა

57cfd2ffdd959
BM.GE
07.09.16 12:40
1711
კონდიცირების სისტემის გამოუყენებლობის გამო, 47 დღის განმავლობაში ჯამში 357 მიკროავტობუსი დაჯარიმდა. როგორც თბილისის მიკროავტობუსში „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადეს, მძღოლებს, რომლებიც შეგნებულად არ რთავდნენ კონდიციონერს მიკროავტობუსზე მუშაობის უფლება 10 დღით შეეზღუდათ, ფაქტის განმეორების შემთხვევაში, ვადა 1 თვემდე იზრდება, ხოლო მესამედ განმეორების შემთხვევაში, კი კომპანია იტოვებს უფლებას მძღოლთან კონტრაქტი გაწყვიტოს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მიკროავტობუსების მონიტორინგი 18 ივლისს დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები