მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონფლიქტის ფონზე, ოქრო და ვერცხლი ძვირდება

ოქრო და ვერცხლი

ისრაელი-ირანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასები იზრდება.

ამჟამად უნცია მეტალის ფასი 3,412 დოლარს აღწევს, რაც ერთ კვირაში 3%-ით, ხოლო ერთწლიან პერიოდში 47%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება ვერცხლს, ის 24%-ით არის გაძვირებული და ამჟამად რეკორდულ ნიშნულს აღწევს.

ოქროს გაძვირება პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების მკვეთრ ზრდასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები