მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონგრესის მოთხოვნა: "საქართველოს შეუჩერდეს დახმარების 15%, სანამ ბიზნესგარემო არ გაუმჯობესდება"

BM.GE
07.07.20 14:48
695
კონგრესი ითხოვს საქართველოს შეუჩერდეს დახმარების 15%, სანამ ბიზნესგარემო არ გაუმჯობესდება და კორუფცია არ შემცირდება. კერძოდ 2021 წელს საქართველოს შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მისაღები დახმარების 15% შეუჩერდეს - ამის მიზეზი კი ქვეყანაში არსებული კორუფციული ვითარება შეიძლება იყოს. ამ ცვლილებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დარეგისტრებული კანონპროექტი ითვალისწინებს, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. 326-გვერდიანი კანონპროექტით, 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის პრიორიტეტებია განსაზღვრული. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის დახმარების სახით $132,025,000 გამოყოფის შესახებ, თუმცა სხვა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად დოკუმენტს წინაპირობა ახლავს, რომლის მიხედვით, ამ დახმარების გაცემის 15% უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა, დემოკრატიული გარემო და ბიზნესგარემო გაუმჯობესდა.

სტუმარი:ბათუ ქუთელია - საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, ანალიტიკოსი
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები