მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონგრესმა პანდემიით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად $900 მლრდ დაამტკიცა

5fe21ebb6c984
ნათია თაქთაქიშვილი
22.12.20 20:45
651
აშშ-ის კონგრესმა პანდემიით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად 900 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ თეთრი სახლის განცხადებით, აღნიშნული პაკეტი ძალაში მაშინვე შევა, როგორც კი მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას ხელს მოაწერს.

CNN-ის მიხედვით, პანდემიით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებელ პაკეტში შედის 600 აშშ დოლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარება, რომელსაც ამერიკელების უმეტესობა მიიღებს. ასევე, კვირაში დამატებით 300 აშშ დოლარის ოდენობის დახმარება მათთვის, ვინც სამსახურის გარეშე დარჩა.

სუბსიდიებს მიიღებს პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესიც. პაკეტში გათვალისწინებულია დამატებითი დაფინანსება სკოლების, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ($82 მილიარდი), თეატრებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების ($15 მილიარდი) და იმ პირებისათვის, ვისაც ქირის გადაუხდელობის გამო გასახლება ემუქრება ($25 მილიარდი). დახმარების პაკეტი 11 კვირაზეა გათვლილი.

შეგახსენებთ, პაკეტს წარმომადგენელთა პალატა და სენატი რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავდა. დემოკრატებს სურდა, დახმარების პაკეტი თითქმის ორჯერ დიდი ყოფილიყო, თუმცა მათ პროექტს რესპუბლიკელებმა მხარი არ დაუჭირეს.