საქართველობის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალი კონიაკი Sarajishvili’s Independence მზადდება, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ზურაბ ბუბუტეიშვილმა განუცხადა.
"ჩვენ გვაქვს საკონიაკე სპირტი, რომელიც გამოხდილია 1918 წელს, ანუ იმ წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, წელს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე გვისრულდება, შესაბამისად, გადავწყვიტეთ ამ დღესთან დაკავშირებით შეგვექმნა კონიაკი, რომელსაც ,,სარაჯიშვილის დამოუკიდებლობა“ ერქმება, სიმბოლურად გავაკეთებთ 1918 ბოთლ ასწლიან კონიაკს , რომელიც გვინდა, ასევე სიმბოლურად, 2018 წლის განმავლობაში 1918 ლარად გავყიდოთ", - განაცხადა ზურაბ ბუბუტეიშვილმა.

























