მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2022 წლის 6 თვის მუშაობის შედეგებს აქვეყნებს

62e0de20e191c
BM.GE
27.07.22 11:40
652
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, აღნიშნულ პერიოდში, დარღვევის ორ შესაძლო ფაქტზე სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. ერთ საქმეზე კი მოკვლევა უკვე დასრულებულია. საქმე სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში მოქმედი კომპანიების მიერ დაწყებულ დავას ეხება, სადაც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის შედეგად, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი არ დადასტურდა. 

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, მოკვლევა დაწყებულია ადმინისტრაციული უწყების მხრიდან შესაძლო დარღვევისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე. ამას გარდა, კვლავ მიმდინარეობს სათარჯიმნო სექტორში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების გამოვლენის მიმართულებით დაწყებული მოკვლევა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული 6 თვის ანგარიში საქართველოში სხვადასხვა კომპანიის შერწყმა/გაერთიანებასაც ეხება. ანგარიშის თანახმად, 2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ქვეყანაში 9 123 კონცენტრაცია დარეგისტრირდა.

2022 წლის 29 მარტს, საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომელიც 1 ივნისს ძალაში შევიდა. განაცხადების მიღებას, განხილვას და დარღვევებზე რეაგირებას სააგენტო 1-ელი ნოემბრიდან დაიწყებს. კანონის მიზანია ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია.

საანგარიშო პერიოდში, სააგენტოს სასარგებლოდ, სხვადასხვა ინსტანციაში 3 სასამართლო დავა დასრულდა. მიმდინარე წელს 2 კომპანიას ჯამში 60 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები