მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონკურენციის სააგენტო 20-მდე პრეპარატის ფასწარმოქმნასა და რეალიზაციის პირობებს შეისწავლის

5c3e0381424c9
თამუნა დემეტრაშვილი
16.01.19 09:40
971
ფარმაციის ბაზრის კვლევის ფარგლებში, კონკურენციის სააგენტო 20-მდე პრეპარატის ფასწარმოქმნასა და რეალიზაციის პირობებს შეისწავლის.

იანვრის ბოლოსთვის ცნობილი გახდება იმ პრეპარატების ჩამონათვალი, რომელთა ფასწარმოქმნასა და რეალიზაციის პირობებს, კონკურენციის სააგენტო შეისწავლის.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ეს იქნება 20-მდე ყველაზე ფართო მოხმარების პრეპარატი და მათი შემცვლელი.

,,იმპორტიორებისაგან, მწარმოებლებისაგან და აფთიაქებისგან გამოვითხოვთ ფასწარმოქმნისა და რეალიზაციის პირობების შესახებ ინფორმაციას. გავერკვევით, კონკრეტული წამლების შემთხვევაში ხომ არ აქვს ადგილი კონკურენციის შეზღუდვას და ხომ არ ხდება ისე, რომ ვიღაც არ აძლევს კომპანიებს საშუალებას, უფრო იაფად შემოიტანონ და გაყიდონ ეს პრეპარატები“, - განაცხადა ხადურმა.

მისი ინფორმაციით, ფარმაციის ბაზრის კვლევის ფარგლებში, ზოგადი ტიპის ინფორმაციების მოგროვება უწყებას, უკვე დაწყებული აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები