მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონკურენციის სააგენტო: "ჰუმანითი ჯორჯია"-სთვის მილიონი ლარის გაცემით კანონი არ დარღვეულა

57879c155f802
BM.GE
14.07.16 18:00
1670
6 და 8 აპრილს, სსიპ კონკურენციის სააგენტოში ა(ა)იპ “კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრ”-მა წარმოადგინა განცხადება, სს „საპარტნიორო ფონდი“-ს მიერ სს „ჰუმანითი ჯორჯია“-სათვის ერთი მილიონი ლარის გაცემით „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და მე-13 მუხლების დარღვევის შესახებ.

კონკურენციის სააგენტოს მიერ მოძიებული ინფორმაციების განხილვისა და საქართველოში მოქმედი კონკურენციის კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ სს "საპარტნიორო ფონდი“-ს მიერ სს ,,ჰუმანითი ჯორჯია“-სთვის თანხის გადაცემა ექცევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დაშვებულ იმ სახელმწიფო დახმარებებში, რომლებიც არ საჭიროებენ სააგენტოსთან შეთანხმებას.

„ხსნებულიდან გამომდინარე, არ გამოიკვეთა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა მხრიდან ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და მე-13 მუხლების დარღვევა. კერძოდ, სს „საპარტნიორო ფონდი“-ს მიერ სს "ჰუმანითი ჯორჯია“-სთვის“ ერთი მილიონი ლარის გაცემა, დღეს მოქმედი კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისად, არ სჭირდებოდა სსიპ კონკურენციის სააგენტოსთან შეთანხმებას“, - განმარტავენ კონკურენციის სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები