კონკურენციის სააგენტო სასტუმროების დაჯავშნის სფეროში მოქმედი კომპანიების საქმიანობას სწავლობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უწყების თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა განუცხადა.
"თქვენ იცით, რომ ჩვენთან Booking.com-თან მიმართებაში საჩივარი შემოვიდა, რომელი არ დავაკმაყოფილეთ, თუმცა გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ამ მიმართულებით მონიტორინგი განვახორციელოთ, რათა ტურისტებს ჰქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია იმაზე, რომ როცა საქართველოში ჩამოდიან, რა ფასად რა ხარისხის მომსახურების მიღება შეუძლიათ. ჩვენ ყველა სასტუმროსთან, ტურისტულ ასოციაციასთან, ორგანიზაციასთან გვაქვს ძალიან კარგი კომუნიკაცია, გამოვითხოვეთ მათგან ინფორმაცია და ახლა ვსწავლობთ. მინდა გითხრათ, რომ ამ სფეროში მართლაც კარგი კონკურენცია გვაქვს", - განაცხადა ხადურმა.

























