მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონკურენციის სააგენტო თამბაქოს ბაზარს ხელახლა იკვლევს

5964d1d22f961
სალომე მეცხვარიშვილი
11.07.17 18:33
1082
კონკურენციის სააგენტო თამბაქოს ბაზარს ხელახლა იკვლევს. ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმღვანელმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს ჩატარებული კვლევა მხოლოდ 4 თვეს მოიცავდა, უწყებამ კი ბაზრის ერთწლიანი მუშაობის გამოკვლევა გადაწყვიტა.

"ჩვენ გამოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია. ჩვენი ინფორმაცია თამბაქოს ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით იყო გასული წლის მხოლოდ პირველი 4 თვის შესახებ. ჩვენ გადავწყვიტეთ სრულად დავფაროთ 4 წელი. ვინაიდან ბაზარზე მოხდა გარკვეული ცვლილებები მთ შორის საგადასახადო კანონმდებლობის მიმართულებით. ამ ბაზარზე კონკურენცია მართლაც სერიოზულია და ამის გამოვლინება იყო ის დავები, რომლებიც სასამართლოში მიმდინარეობდა", - აცხადებს ხადური.

შეგახსნებთ, რომ კონკურენციის სააგენტოს შარშანდელი კვლევით, რომელიც 4 თვეს ეხებოდა, ბაზარზე არაკონკურენტული მდგომარეობა არ ფიქსირდებოდა. საქალაქო სასამართლომ კი განსხვავებული განაჩენი გამოიტანა. კერძოდ, თამბაქოს მწარმოებელი 2 საერთაშორისო ბრენდი 90 და 100 მილიონი ლარით დააჯარიმა. მოგვიანებით, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააბათილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები