შპს „დიზაინ ჰაუსის“ საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
„დიზაინ ჰაუსი“ შპს „დნას“და შპს „დიმპლექს ჯორჯიას“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტის შესწავლას ითხოვს.
კერძოდ, მოკვლევა მიმდინარეობს, ეკონომიკური აქტორების შესაძლო არაკეთილსინდისიერი ქმედებებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის დასადგენად.
კომპანიები ავეჯის, ელექტრო ბუხრებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზებას ახდენენ.

























