მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონკურენციის სააგენტომ "სიტროენ ჯორჯიას" საქმეზე მოკვლევა დაასრულა

5b4df6cd7ed2a
BM.GE
17.07.18 18:00
876
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის ბაზრის მოკვლევა დაასრულა. 

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შპს ,,სიტროენ ჯორჯიას“ საჩივრის საფუძველზე მიმდინარე მოკვლევა დასრულდა. საკითხის შესწავლის შედეგად, კონკურენციის სააგენტომ დაადგინდა, რომ სადავო პერიოდში, მოპასუხე კომპანიების მხრიდან, კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონდა.

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ ორი რეკომენდაცია შეიმუშავა.

მიღებული რეკომენდაციები ითვალისწინებს შემდეგს:

1. შემსყიდველი ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლების მიზნით სატენდერო პირობების და ბაზრის კვლევის მეთოდიკის დანერგვას/სრულყოფას;
2. საკანონმდებლო წინადადების შემუშავებას, რათა შემსყიდველ ორგანიზაციებს დაევალოთ ბაზრის კვლევის დოკუმენტის ატვირთვა ელექტრონულ სისტემაში, ტენდერის გამოცხადებისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები