მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონკურენციის სააგენტომ Unison-ის საჩივარი დასაშვებად ცნო

5afe770d8ea42
BM.GE
18.05.18 10:53
771
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

2018 წლის 16 მაისის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. საკითხი შეეხება სახელმწიფო ტენდერებში მხოლოდ ბანკის მიერ გაცემული საავანსო გარანტიის მოთხოვნის შესაბამისობას კონკურენციის კანონმდებლობასთან.

შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო კომპანია Unison ცალკეულს სახელმწიფო სტრუქტურებს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. საუბარია, სახელმწიფო ტენდერებში წარსადგენ საავანსო გარანტიების დოკუმენტებზე, რომლებსაც კომპანიის მტკიცებით, ეს უწყებები არ იღებენ და უპირატესობას ბანკების მიერ გაცემულ ანალოგიურ დოკუმენტს ანიჭებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები