მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კონკურენციის სააგენტოს მართვის სტრუქტურა შესაცვლელია"

5bd951bd19498
ელენე გოგბერაშვილი
31.10.18 10:54
814
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს კონკურენციის სააგენტოს ფუნქციებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. რომან კაკულია bm.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ კითხვები არსებობს სხვადასხვა მიმართლებუთ, მათ შორის სანქცირების პროცესთან დაკავშირებით. მას მიაჩნია, რომ სააგენტო ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად მას ინსტიტუციონალური გაძლიერებაც სჭირდება.

„ჩემი აზრით, ყველაფერი დასახვეწია მის ფუნქციებში. მას არ აქვს გარკვეული მკაფიოდ განსაზღვრული მანდატი თუ როდის შედის ის გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში სხვადასხვა ორგანიზაციაში. იცით, რომ გვაქვს სხვადასხვა მარეგულირებლები ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, როცა ლაპარაკია სუბიექტზე, რომელიც ერთი მარეგულირებლის ქვეშ არის და მას აქვს დავა დავუშვათ მეორე მარეგულირებელთან ან თუნდაც კონკურენციის სააგენტოს პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ სუბიექტს შორის, აქ გარკვეული არ არის თუ როგორი იქნება კანონმდებლობა და მისი მიდგომის დეტალები. თავადაც სანქციები, რა შეიძლებოდეს განხორციელდეს იმ შემთხვევაში, როცა შენ რწმუნდები,რ ომ კონკურენციის დარღვევასთან გვაქვს საქმე. ესეც დასახვეწია, რადგან ჩემი აზრით, ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და ეს მაგალითიც კიდევ ერთი დადასტურებაა ამის და მთლიანობაში ამას მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები არ უშველის, მნიშვნელოვანია მისი ინსტიტუციონალური გაძლიერება. ჩემი აზრით, მისი დაქვემდებარების ხარისხიც უნდა გაიზარდოს. მისი მართვის სტრუქტურაც უნდა შეიცვალოს. ის უნდა დაემსგავსოს ალბათ ჩვენთან არსებულ მარეგულირებლებს, რათა უფრო წარმომადგენლობითი გახდეს. რადგან კონკურენციასთან გვაქვს საქმე, აქ ეჭვების ხარისხი მინიმუმამდე უნდა დავიდეს და წარმომადგენლობითი გახდეს და ეს თვისობრივად მაღალ სტანდარტში აიყვანს კონკურენციას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“-განმარტავს რომან კაკულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები