მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კონკურენციის სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული კანონპროექტები ყველაზე დამაზარალებელი იყო"

5784e81fbc531
BM.GE
12.07.16 16:49
1232
"კონკურენციის სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული კანონპროექტები ყველაზე დამაზარალებელი იყო“, - ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ კომპანია PSP-ს დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. ოქრიაშვილის განცხადებით, საქართველოში კონკურენციის სააგენტოს შექმნიდან მოკლე დროში მოხდა ნავთობკომპანიების დაჯარიმება, რაც სხვა ბიზნესებისთვისაც ფსიქოლოგიურად დამაზარალებელი იყო.

"შესაძლებელია თვითონ კანონები ხარისხიანი და კარგი იყოს, მაგრამ მათი იმპლემენტაცია არ იყოს სათანადო. კონკურენციის სააგენტო 20 წელიწადზე მეტია არსებობს ესტონეთში და ჯერ არავინ, არცერთი კომპანია არ დაუჯარიმებია. ჩვენთან როგორც კი შეიქმნა კონკურენციის სააგენტო ნავთობპროდუქტების სფეროში მომუშავე კომპანიები ძალიან სწრაფად დაჯარიმდნენ, რაც ყველა ბიზნესის წარმომადგენლისთვის ფსიქოლოგიურად დამაზარალებელი ფაქტორი იყო. ბიზნესი ასე ფიქრობს: თუ დამატებით ახალი რისკი არსებობს, ესე იგი, ეს უკვე პრობლემაა და ინვესტიციების განწყობაც პირდაპირ აკლდება. ბევრი კანონი იყო მიღებული და რაც მთავარია ბიზნესის მიმართ მიდგომები სასიკეთოდ შეცვლილია.

აღვნიშნავ, რომ ჩვენმა კომპანიამ რამდენიმე სასამართლო პროცესი მოიგო. მოვუგეთ შემოსავლების სამსახურს, თბილისის მერიას და ა.შ. მართალია, ეს სასამართლო პროცესები ვადებში ძალიან იწელება, მაგრამ მოვუგეთ და ასეთი რამ წარსულში წარმოუდგენელი იყო. ასეთი რამ ადრე თავში არც არავის მოუვიდოდა, რომ ფინანსურ პოლიციასთან ან შემოსავლების სამსახურთან იდავოს. ბევრი პოზიტივია ხარვეზ ნარევი, მაგრამ ეს სამუშაო პროცესია და ვფიქრობ, რომ ბიზნესს ცუდი განწყობა არ აქვს“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები