მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტოში შეხვედრა გაიმართება - თემა პირველადი მოხმარების პროდუქტების გაიაფებაა

63f5af655ac1c
BM.GE
22.02.23 10:12
623
პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შემცირებაზე სამსჯელოდ დღეს კონკურენციის სააგენტოში შეხვედრა გაიმართება. როგორც რითეილ ასოციაციის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, სოფიო ქაშაკაშვილმა BMG TV-ს ეთერში, საქმიან დილაში სტუმრობისას თქვა, შეხვედრას რითეილ სექტორი, და იმპორტიორები დაესწრებიან.

საქმე ის არის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიზნესს მოუწოდებს, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები გააიაფონ. საკითხზე რამდენიმე დღის წინ შეხვედრა გაიმართა ეკონომიკის სამინისტროში, რომელსაც რითეილ სექტორი, დისტრიბუტორები და კონკურენციის სააგენტო ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან ერთად ესწრებოდა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სწორედ დღეს პირველ შეხვედრას გამართავს.

„შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ეკონომიკის სამინისტროში, რომელშიც ყველა მხარეა გაერთიანებული. დღეს კონკურენციის სააგენტოში იქნება სამმხრივი შეხვედრა, დავესწრებით რიტეილ-სექტორი, იმპორტრიორები და კონკურენციის სააგენტო. კონკურენციის სააგენტო გამოყოფს კონკრეტული დასახელების 10-12 სოციალურ პროდუქტს, რასაკვირველია ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას ამ პროდუქტის იდენტიფიცირებაში და რასაკვირველია, მოხდება სამუშაო ჯგუფის მიერ გარკვეული დამატებითი შეღავათების შემუშავება, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ კიდევ უფრო დაბალი ფასით გაიყიდოს ეს პროდუქტები. თუმცა აქვე გეტყვით, რომ სოციალურ პროდუქტზე მარჟა მინიმალურია“, - განაცხადა ქაშაკაშვილმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები